„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით", - ამის შესახებ აღნიშნულია იმუნიზაციის პროგრამასთან დაკავშირებით აუდიტის საქმიანობის 2018 წლის გეგმაში.
საქმე ეხება 2016-2017 წლებს.
ამავე პროგრამასთან დაკავშირებით, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2016-2017 წლებში „შეძენილი იყო პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს".
აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით, 2018 წლის აუდიტორული გეგმით განისაზღვრა შესაბამისობის აუდიტის ჩატარება.
როგორც „ლიბერალს" დაავადებათა კონტროლის ცენტრში განუცხადეს, ამ საკითხზე კომენტარს უახლოეს საათებში გააკეთებენ.
„ლიბერალს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ 17:30 წუთზე აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი გაიმართება.
„ლიბერალი" აღნიშნულ საკითხზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ბრიფინგიდან LIVE-ს გთავაზობთ
გამყრელიძე ვაქცინის შესახებ: პრეპარატის გამოთხოვიდან თვე-ნახევარში ის ახლით ჩავანაცვლეთ