ჯანმრთელობისთვის საზიანო ვაქცინის გახარჯვასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ საუბარია ცოფის ვაქცინაზე. როგორც აღნიშნეს, დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით", - ამის შესახებ აღნიშნულია იმუნიზაციის პროგრამასთან დაკავშირებით აუდიტის საქმიანობის 2018 წლის გეგმაში.
საქმე ეხება 2016-2017 წლებს.
ამავე პროგრამასთან დაკავშირებით, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2016-2017 წლებში „შეძენილი იყო პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს".
აუდიტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, იმის თაობაზე, რომ საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა, რამდენიმე წუთში ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.
„ლიბერალი" აღნიშნულ საკითხზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ბრიფინგიდან LIVE-ს გთავაზობთ: