Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა განათლება აქვს დეპუტატს, რომლის აზრითაც „გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა"

17 იანვარი, 2018 19:09

დღეს საქართველოს აგრარულ საკითხთა კომიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი განიხილეს. „ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ მოსახლეობისთვის ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე ინფორმაციის მიწოდება და სწავლება არასაკმარის ღონისძიებად მიიჩნია და აღნიშნა, რომ „გლეხს სწავლა რომ უნდოდეს, გლეხი არ იქნებოდა და სხვა გზას მონახავდა ცხოვრებაში".



„ლიბერალი“ დაინტერესდა, რა განათლება აქვს თავად დავით ჭიჭინაძეს. პარლამენტის ვებგვერდზე  გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მეცხრე მოწვევის დეპუტატმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი  დაამთავრა, სპეციალობით - სამდინარო ნაგებობების ჰიდროტექნიკური მშენებლობა.

იმ ინფორმაციის მიხედვით კი, რომელიც პარლამენტარის მეხუთე მოწვევის დეპუტატობას ეხება (1999-2004), მისი განათლების გრაფაში აღნიშნულია, რომ უმაღლესი განათლება დაუმთავრებელი აქვს.



ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, პარლამენტარმა 1983 წელს დაწყებული კურსი 2000 წელს დახურა, მაშინ, როდესაც მეხუთე მოწვევის დეპუტატი იყო, ბლოკიდან - „საქართველოს აღორძინება".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^