Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახელმწიფო აუდიტი სამსახური ვაქცინაციის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

17 იანვარი, 2018 19:09

სახელმწიფო აუდიტი სამსახური ვაქცინაციის საკითხზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წინასწარი მოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული სერიის წარმოების შეჩერების შესახებ. 

ეს ფაქტი გახდა ერთ-ერთი მოტივი აუდიტის სამსახურისთვის, იმუნიზაციის პროგრამის შესაბამისობის აუდიტი შეგვეტანა 2018 წლის აუდიტორულ გეგმაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დეტალურად შეესწავლა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა. 

2018 წლის აუდიტის გეგმის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სამინისტროს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა, სადაც სამინისტროს მხრიდან წარმოადგენილი იქნა სხვადასხვა არგუმენტი და მტკიცებულებები, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ხარისხის შესახებ. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინიის ნაწილში", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^