NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 52%-ს სმენია იმის შესახებ, რომ 15 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ „ვიტესის“ კაპიტანს, გურამ კაშიას მატჩზე სექსუალური უმცირესობების უფლებების მხარდასაჭერად ცისარტყელას ფერების კაპიტნის სამკლაური ეკეთა.
მოსახლეობის 76 %-ს არ მოეწონა კაშიას ეს ქმედება, მაგრამ მიიჩნევს, რომ მას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება. 47%-ისთვის მიუღებელია კაშიას ეს ქმედება, ხოლო 31% მხარს უჭერს მის ქმედებას.
გურამ კაშიას ქმედებას მხარს თბილისის მოსახლეობის 43% უჭერს, რაც სხვა დასახლებებთან შედარებით ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
მოსახლოების 18-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანების 35 % ფიქრობს, რომ კაშიას ქმედება მიუღებელია. ამავე ასაკის 41% ფიქრობს, რომ მისაღებია.
ხოლო 56+ ასაკის ადამიანების 28 % უჭერს მხარს კაშიას ქმედებას.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარმოადგინა. პრეზენტაცია ეხებოდა პარლამენტთან, გენდერულ თანასწორობასთან, მიმდინარე მოვლენებსა და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ მიგნებებს. კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.