Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ ქალებისთვის ოჯახში ძალადობა კვლავ პრობლემაა

18 იანვარი, 2018 11:50

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ქალებისთვის კვლავ პრობლემაა ოჯახში ძალადობა (74% კაცი, 84% ქალი), ხოლო 72% პრობლემად ადრეულ ქორწინებას ასახელებს (69% კაცი, 75% ქალი).

მოქალაქეები კვლავ უკმაყოფილონი არიან საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების წინაშე არსებული ბარიერებით. მათ მიაჩნიათ, რომ პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ქალია და მხარს უჭერენ გენდერული კვოტის შემოღებას.

ქალების სიმცირეს პოლიტიკაში პრობლემად გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, პარლამენტში სავალდებულო კვოტირების შემოღებას კი 49% უჭერს მხარს. წინა წლების მაჩვენებელთან შედარებით ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა (2015 წელს-52%, 2016 წელს-46%), თუმცა გაზრდილია მოწინააღმდეგეთა რაოდენობა. თუ 2015 წელს 13% იყო სავალდებულო კვოტირების წინააღმდეგი, 2017 წელს ამ ინიციატივას 20% ეწინააღმდეგება.

გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ პარლამენტში მანდატების საუკეთესო განაწილება 50/50 იქნებოდა, ხოლო 37%-ისთვის საუკეთესო განაწილება 30% ქალი და 70% კაცია. 

თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეული 64 მერიდან მხოლოდ ერთია ქალი – 76% მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან ცოტა.

„მოსახლეობა დიდი ხანია, მოითხოვს ქალების მეტ ჩართულობას პოლიტიკაში, თუმცა პოლიტიკოსები ამ მოთხოვნას ფეხს ვერ უწყობენ. სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვით იზრდება მოსახლეობის მიერ გამოკვეთილი ისეთი პრობლემების გადაჭრის ალბათობა, როგორებიცაა ოჯახში ძალადობა და ადრეული ქორწინება,“ - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება თანასწორობას, გამოკითხულთა 34%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ფემინიზმის მიმართ. გენდერული თანასწორობა კი უარყოფით ასოციაციას 23%-ის შემთხვევაში იწვევს, დადებითს – 67%-სთვის. ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობა 80%-სთვის დადებით ასოციაციას იწვევს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარმოადგინა. პრეზენტაცია ეხებოდა პარლამენტთან, გენდერულ თანასწორობასთან, მიმდინარე მოვლენებსა და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ მიგნებებს. კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%-ია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^