NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 77% მხარს დაუჭერდა პარლამენტის მიერ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის შემოღებას. მხოლოდ 14% განაცხადა, რომ ის ამ კანონს არ დაუჭერდა მხარს.
კანონს სექსუალური შევიწროების შესახებ მხარს დაუჭერდა თბილისის მოსახლეობის 76%, ხოლო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის – 82%. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის უმცირესობათა დასახლებებში, 48% ამბობს, რომ აღნიშნულ კანონს მხარს დაუჭერდა.
კანონს მხარს დაუჭერდა; კაცების 71% და ქალების 83%
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარმოადგინა. პრეზენტაცია ეხებოდა პარლამენტთან, გენდერულ თანასწორობასთან, მიმდინარე მოვლენებსა და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ მიგნებებს. კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9
პროცენტი.