
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლისტაბჭოს წევრზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისმობს. მათივე ცნობით, ინციდენტში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან და ამჟამად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, ალექსანდრე კვახაძეს თავს დაესხნენ.
დეკანოიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, ალექსანდრე კვახაძეს თავს დაესხნენ