Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე იმსჯელეს

19 იანვარი, 2018 12:51

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე პირველად იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მოსმენაზე, სახელწოდებით „როგორ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“ ლორდების შეკითხვებს სახელმწიფო მინისტრი აჰმად უიმბლდონი პასუხობდა.

„დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა, მოსკოვში ვიზიტის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან განიხილა საქართველოს საკითხი. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გასულ წელს ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა გაეროს ორ რეზოლუციას, სადაც დაფიქსირებულია, რომ  აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია. ჩვენ ასევე გამოვიყენეთ ეუთოს განცხადებები რუსეთის ქმედებების დასაგმობად საქართველოში. გავაგზავნეთ დამკვირვებლები საქართველოში მოქმედ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში და ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით ვეხმარებით  საქართველოს, რათა უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს რუსეთის ზეწოლას“ - განაცხადა მოსმენაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ლორდმა აჰმად უიმბლდონმა.

ლორდთა პალატის წევრის ჰარის პენტრეგართის შეკითხვაზე, თუ როგორ უყურებს სახელმწიფო მინისტრი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საჯარისო შენაერთების განთავსებას, მავთულხლართების აღმართვას და ფიქრობს თუ არა იგი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აიძულოს რუსეთის ფედერაცია პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო მინისტრმა უპასუხა, რომ  დიდი ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად და იყენებს მის მთელ საერთაშორისო გავლენას. „ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ბრიტანეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გამართული სამიტის ფარგლებში“ - უპასუხა ჰარის პენტრეგართის კითხვას აჰმად უიმბლდონმა.

ლორდ კოლინა ჰიგბორის შეკითხვაზე თუ რამდენადაა ბრიტანეთის მთავრობა ჩართული საქართველოს განვითარებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში, სახელმწიფო მინისტრმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობას სურს საქართველოში დემოკრატია მდგრადად ვითარდებოდეს და ამისთვის თანხებსაც გამოყოფს. „ჩვენ ვაპირებთ გამოვყოთ დამატებით 5,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი. ჩვენ ამ თემებზე ვესაუბრებით საქართველოს ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში, ვესაუბრებით რუსეთს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ევროკავშირის ჩათვლით“ - თქვა სახელმწიფო მინისტრმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^