
სომხეთში, მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სომხეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩს არმენ სარგსიანს შეხვდა. სომხური მედიის ცნობით, პრეზიდენტმა და მმართველმა პარტიამ არმენ სარგსიანს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწიელობა შესთავაზა.
მოქმედმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა აქამდე განაცხადა, რომ მომავალი პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მდიდარი წარსულით, იყოს ცნობილი როგორც საზღვარგარეთ, ასევე სომხეთში, რათა ღირსეულად წარმოაჩინოს ქვეყანა საერთაშორისო არენაზე და საკუთარი ფუნქციები შეასრულოს.
წელს დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტი ბოლო იქნება, რომელსაც ხალხი აირჩევს. შემდეგ პრეზიდენტს საკონსტიტუციო რეფორმის მიხედვით პარლამენტი აირჩევს.
არმენ სარგსიანი 1953 წელს ერევანში დაიბადა და დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის დაწყებამდე კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1991-1995 წლებში სარგსიანი დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩის თანამდებობას, 1995-1996 წლებში - ბელგიაში, ვატიკანსა და ლუქსემბურგში სომხეთის ელჩის თანამდებობას. 1996-1997 წლებში ის სომხეთის პრემიერ-მინისტრი იყო, 2013 წლიდან დღემდე კი კვლავ დიდ ბრიტანეთში სომხეთის საელჩოს ხელმძღვანელობს.