Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზოიძე: ვიზიარებთ პრინციპს, სანამ სერვისები არ გვექნება, დეკრიმინალიზაცია არ მოხდება

22 იანვარი, 2018 14:01

იუსტიციის სამინისტროში ნარკოპოლიტიკასთნ დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განახადა, კომისიის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, წარმოადგინოს გეგმა/შეფასება თუ რა ვადაში და ბიუჯეტით იქნება შესაძლებელი ნარკოლოგიური სერვისების განვითარება.

როგორც  ზოიძემ განაცხადა, „სანამ არ მოხდება ინფრასტრუქტურის მომზადება, რომ ადამიანებს შევთავაზოთ სერვისები საპატიმრო სასჯელის ნაცვლად, მანამდე, რა თქმა უნდა, დეკრიმინალიზაცია არ მოხდება“.

„ინიციატორები ვამბობთ, რომ ეს არის 1 წელი, იმ გათვლით, რაც კანონპროექტთან ერთად კონცეფციით იყო წარმოდგენილი. ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, რომ წარმოადგინოს თავიანთი ვერსია - რა ბიუჯეტი დასჭირდებათ (ჩვენ ვამბობთ, რომ დაახლოებით 3,5 მილიონი ლარზეა საუბარი, ასევე, 1 წლის ვადაში ყველაფერი ამის მოწესრიგება შესაძლებელად მიგვაჩნდა). შეფასებას წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლება, რა ვადაში მიაჩნია ამის გაკეთება შესაძლებლად და რა თანხით“, - განაცხადა ზოიძემ.

გარდა ამ საკითხისა, ზოიძის თქმით, კომისიის სხდომაზე საუბარი იყო საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში რა სასჯელი უნდა გამოიყენონ, თუ პირს პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდება.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგა.

„ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებდნენ ხოლმე ამ პუნქტზე...  პირადი მოხმარებისთვის თუ ადამიანს უდევს ჯიბეში ნახევარი აბი აკრძალული პრეპარატი, თუ დეკრიმინალიზება მოხდება და საპატიმრო სასჯელი გაუქმდება, ქვეყნის შიგნით თუ ადამიანს აღმოუჩენენ ნახევარ აბს, ამ შემთხვევაში არ იქნება საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან ეს იქნება პირადი მოხმარების ოდენობა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ადამიანი გადმოკვეთს საზღვარს ამ ნახევარი აბით, საუბარია სწორედ ამაზე, რომ უნდა იყოს თუ არა განსხვავებული რეჟიმი [სასჯელი].

ანუ თუ ადამიანი ქვეყნის შიგნით პირადი მოხმარების მიზნით ფლობს მცირე ოდენობით ნარკოტიკს, დეკრიმინალიზების შემეთხვევაში სისხლისამართლებრივად არ ისჯება, ისჯება მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელით, საუბარია, ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს თუ არა, როდესაც ის ნარკოტიკს იყიდის საზღვარგარეთ [მცირე ოდენობით].

ამაზე იყო საუბარი. ჩვენ ვთავაზობდით, რომ ამაზეც ყოფილიყო მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი. ამაზე სამართალდამცავმა სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ ამან შესაძლოა წაახალისოს მცირე ოდენობებით საზღვარგარეთიდან ნარკოტიკის შემოტანა. დავეთანხმეთ და ინიციტივიდან ეს ნაწილი [ამოღებულია]“, - განაცხადა ზოიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^