Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერიამ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა

22 იანვარი, 2018 20:11

თბილისის მერიამ  ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტაბულამ გაავრცელა.

„დღეს საბურთალოს ქუჩიდან მომავალი ნაკადი ცალმხრივი მოძრაობით მიემართება ცინცაძის ქუჩაზე და წარმოადგენს ერთადერთ მისასვლელ გზას მჭიდროდ დასახლებული უბნის განაშენიანების ზონაში. აღნიშნულ გზაზე ნებისმიერი შეფერხება გამოიწვევს ხანგრძლივ საცობს რაც თავის მხრივ გააუარესებს დასახლებული პუნქტების ეკოლოგიურ მდგომარეობას, როგორც ხმაურის, ისე გამონაბოლქვის შედეგად ჰაერის დაბინძურებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა სატრანსპორტო კვანძის ორ დონეში გახსნის აუცილებლობა, რაც თავის მხრივ გულისხმობს ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და საკონფლიქტო წერტილების გარეშე გაივლის ყაზბეგის ქუჩიდან იყალთოს გვირაბისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადები“,-ნათქვამია განმარტებით ბარათში. 

განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ მთლიანად ტრასის სიგრძე ესტაკადის ჩათვლით უნდა იყოს 245 მ, აქედან ასასვლელი პანდუსი 88 მ, ესტაკადა 26 მ და ჩამოსასვლელი პანდუსი 131 მ.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 2,901,669  ლარია. 

პროექტის განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ საპროექტო ტერიტორიაზე გათვალისწინებულია იქ არსებული ხეების გაკაფვა. 

2017 წლის 14 ივნისს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ესტაკადის პროექტის შეჩერების ერთადერთი მიზეზი 87 ხე- მცენარის შენარჩუნება იყო. 

„პირადად მე მივიღე გადაწყვეტილება ხეების შენარჩუნების მიზნით, რომ ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის  პროექტის განხორციელება შეჩერებულიყო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^