დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინმაღაზიის (www.tsustore.ge) პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი თსუ-სა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
ონლაინმაღაზიაში წარმოდგენილი იქნება სამოსი და აქსესუარები თსუ ბრენდირებით. ბრენდმაღაზიით სარგებლობა შეუძლია ყველას, როგორც სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.