„მანდატურის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე სასამართლოში წესრიგის დარღვევისთვის რეჟისორი თორნიკე ბზიავა 500 ლარით დაჯარიმდა", - ამის შესახებ „ლიბერალს" საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.
რაც შეეხება „თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტს ბექა წიქარიშვილს, ის ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიმართ გამოძიება ასევე დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დაიწყო. ერთი გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას, მეორე მუხლი კი სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბახალას“ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ „თეთრი ხმაურის მოძარაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა სასამართლოს შენობას პროტესტის ნიშნად აგური ესროლა, ჩაიმსხვრა ფანჯარა, რის შემდეგაც ბექა წიქარიშვილი მანდატურებმა დააკავეს.