Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მწერლები „ბახალას" საქმეზე: ქართული სასამართლო არ არსებობს

24 იანვარი, 2018 12:34

მწერლები გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ. 

„გუშინ, 23 იანვარს, მოსამართლემ 8 წელი მიუსაჯა საქართველოს ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს. სულ რამდენიმე დღის წინ კი მოსამართლემ გირაოთი გამოუშვა სამი ადამიანის სასიკვდილოდ გამმეტებელი ადამიანი.

ქართული სასამართლო არ არსებობს, მან დემონსტრაციულად გამოიჭრა ყელი. სამაგიეროდ ზედმეტად არსებობს ძალოვანი უწყებები, რომელთა წმინდა მისია მოქალაქეების ცემა-ტყეპა,  ნაცემი ადამიანის დისკრედიტაცია, ნარკოტიკების ჩადება და შანტაჟია. 

ჩვენ გვახსოვს, ძალოვნების აბსტრაქტული მუნდირის შებილწვის გამო ნარკოტი როგორ ჩაუდეს „ბირჟა მაფიას“ წევრებს და ახალგაზრდა ბიჭები 20-წლიანი ციხისთვის გაამეტებინეს ამორალურ მოსამართლეს.

ჩვენ გვახსოვს, რომ ძალოვნებმა და მოსამართლეებმა მომავალი გაუუქმეს ახალგაზრდებს და რომ არა სახალხო პროტესტი, 20 წელს სინდისის შეუწუხებლად მოახდევინებდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ახალგაზრდა, უდანაშაულო ადამიანებს.

ჩვენ გვახსოვს, სისტემამ როგორ აღიარა, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს „ბირჟა მაფიას“, მაგრამ დღემდე ერთი კაციც არ დასჯილა.

ჩვენ გვახსოვს, რომ გუშინ, 23 იანვარს, სისტემამ ნარკოტიკი ისევ ჩაუდო უდანაშაულო, კანონმორჩილ ადამიანს და მას მომავალი გაუუქმა.

ჩვენ გვახსოვს, რომ საქმე ნარკოტიკებში კი არა, ჩადების პრაქტიკაშია და თუ სისტემას არ მოეწონები, მეგობრის ცხედარს აღმოგიჩენენ გულისჯიბეში. ამიტომაც ვამბობთ: ჩადების პოლიტიკა უნდა დამთავრდეს და ეს მოძალადე სისტემა უნდა ამოყირავდეს!

გუშინ, 23 იანვარს, მოსამართლემ 8 წელი მიუსაჯა საქართველოს ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს. და ამ წამიდან საქართველოს ყველა კანონმორჩილი და 8-წელმისჯილი მოქალაქე ვალდებულია, გამოვიდეს ქუჩაში და უროთი დაანგრიოს მოძალადე, ცილისმწამებელი და რეგრესული სისტემა.

ნესტან-ნენე კვინიკაძე, მწერალი;
გვანცა ჯობავა, გამომცემელი;
შოთა იათაშვილი, პოეტი;
ნინია მაჭარაშვილი, გამომცემელი;
ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მწერალი;
ზვიად კვარაცხელია, გამომცემელი;
მაია კუდავა, გამომცემელი;
ქეთი ქანთარია, მთარგმნელი;
დავით გორგილაძე, მწერალი;
ზვიად რატიანი, პოეტი;
ბელა ჩეკურიშვილი, პოეტი;
პაატა შამუგია, პოეტი;
დავით სამნიაშვილი, მწერალი;
ივა ფეზუაშვილი, მწერალი;
თინა მამულაშვილი, გამომცემელი;
ტორესა მოსი, მწერალი;
არჩილ ქიქოძე, მწერალი;
გიორგი მაისურაძე, მწერალი;
გაგა ნახუცრიშვილი, პოეტი;
ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი;
კატო ჯახავიშვილი, პოეტი;
ბექა ქურხული, მწერალი;
დიანა ანფიმიადი, პოეტი;
ნატო ინგოროყვა, მწერალი;
ბაჩო კვირტია, მწერალი;
დათო ქარდავა, მწერალი;
რატი ამაღლობელი, პოეტი;
ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე;
ჯაბა ზარქუა, მწერალი;
შალვა ბაკურაძე, პოეტი;
დალილა გოგია, მთარგმნელი;
ირაკლი ლომოური, მწერალი;
ნინო ბექიშვილი, მთარგმნელი;
თემურ ჩხეტიანი, პოეტი;
ეკა ქევანიშვილი, პოეტი;
ზურა აბაშიძე, მწერალი;
ფარნა-ბექა ჩილაშვილი, მთარგმნელი;
მაკა ლდოკონენი, მწერალი;
ნინო სადღობელაშვილი, მწერალი.

თამარ ბაბუაძე, მთარგმნელი

ლაშა ბუღაძე, მწერალი,

შორენა შამანაძე, მთარგმნელი,

დავით რობაქიძე, პოეტი

ხათუნა თავდგირიძე, მწერალი

ოთარ ჯირკვალიშვილი, მწერალი

ზურაბ პაპიაშვილი, მწერალი

ლუკა ბაქანიძე, მწერალი

თამარ კვიჟინაძე, მთარგმნელი

თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი

მალხაზ ხარბედია, ლიტერატურის კრიტიკოსი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^