Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი: მიკვირს, რატომ აჩოჩქოლდა საზოგადოება 8-წლიანი ვადის გამო

24 იანვარი, 2018 15:54

„მიკვირს, რატომ აჩოჩქოლდა საზოგადოება 8-წლიანი ვადის გამო, რომელიც სასამართლომ გიორგანაშვილს მიუსაჯა“,-  წერს Facebook-ზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ნინო წილოსანი 

თბილისის საქალაქო სასამართომ გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა) დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ გუშინ, 23 იანვარს გამოაცხადა.

ბახალას საქმე 

„ბახალას“ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„საინტერესოა მოიკითხეს თუ არა საზოგადოების აღშფოთებულმა წევრებმა რის გამო მიესაჯა გიორგი გიორგანაშვილს (ბახალას) 8 წელი და ვინც დაინტერესდა, იმან რა იფიქრა - ის 45 აბი ( 400 გრამამდე) სუბოტექსი გამოსაზამთრებლად შეიძინა თუ ის 843 აბი, მძღოლს რომ გამოატანა, დიდი მარაგის გასაკეთებლად სჭირდებოდა? მიკვირს, რატომ აჩოჩქოლდა საზოგადოება 8-წლიანი ვადის გამო, რომელიც სასამართლომ გიორგანაშვილს მიუსაჯა. კანონი ნარკოტიკების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვისთვის ხომ 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა სწორედ საზოგადოება ვართ - ყველა საკითხში „ღრმად გათვითცნობიერებული“. თან გვიკვირს, რატომ ჰყავს ქვეყანას ამდენი ნარკოდამოკიდებული და თან პარალელურად ნარკომანიის მიმართ რომანტიკული განწყობები გვაქვს... როცა შედარება მოჰყავთ ადამიანის დაჭრასა და ასეთი დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე გათვალისწინებულ სასჯელებს შორის და მათი მსგავსების გამო აღშფოთებას გამოთქვამენ, აი, სწორედ აქ ჩანს საზოგადოების რომანტიკული დამოკიდებულება ნარკოტიკების თემის მიმართ და ზუსტად მათი მცდელობა, რომ ასეთი ტიპის შემთხევევები დაუკავშირონ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, რაც მხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანის მიმართ ლიბერალურ დამოკიდებულებას გულისხმობს”, -აცხადებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ნინო წილოსანი. 

თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტის, ბახალას ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, ჯაბა ხულორდავას საქმეს „ბახალას" საქმესთან კავშირში არაა.

ადვოკატის თქმით, ჯაბა ხულორდავასთან აღმოჩენილ ნარკოტიკებზე ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა და ექსპერტიზის დასკვნით, მასზე გიორგი გიორგანაშვილის კვალი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ჯაბა ხულორდავასა და გიორგი გიორგანაშვილის საქმეები, რომლებიც თავიდან გაერთიანებული იყო, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაიყო.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ბახალა ამბობდა, მის პროცესზე ჯაბა ხულორდავა მოწმედ იმიტომ დაკითხეს, რომ მოსამართლის თვალში მისი რეპუტაცია გაეფუჭებინათ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^