
ინტერნეტპროვაიდერი „სილქნეტი“ აცხადებს, რომ „ჯეოსელს“ ყიდულობს. როგორც კომპანია წერს, მისი ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას „ჯეოსელის“ მობილურ სერვისებთან გააერთიანებს. სილქნეტმა მობილური ოპერატორის მფლობელ კომპანიებთან Telia Company (STO:TELIA) და Turkcell (NYSE: TKC, IST: TCELL) შეთანხმებას დღეს მიაწღია.
„გარიგების ღირებულებამ შეადგინა 153 მლნ. აშშ დოლარი. დაფინანსება მოხდება თიბისი ბანკისა და მის მიერ ორგანიზებული რეგიონალური ბანკების სესხითა და სილქნეტის საკუთარი კაპიტალით. ქვეყანაში უმსხვილესი ფიქსირებული ოპერატორის - „სილქნეტისა“ და მობილური ოპერატორის - „ჯეოსელის“ გაერთიანებით საქართველოში იქმნება სრულმასშტაბიანი სატელეკომუნიკაციო კომპანია.“ - წერს „სილქნეტი“.