Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კაპანაძე: ეს პროცესი ვერ მოიტანს რეიტინგის ცვლილებას და უკეთეს საზოგადოებრივ მაუწყებელს

26 იანვარი, 2018 17:22

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „მაუწყებლის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორმა, ნათია კაპანაძემ ისაუბრა იმაზე, რომ ეს შეხვედრა ცოტა დაგვიანებული, თუმცა აუცილებელია. მან წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში როგორც პარლამენტში ისე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამუშაო პროცესში, აჭარის ტელევიზია არ ყოფილა ჩართული. პ პ

პროცესები, რომელიც დღეისათვის მიმდინარეობს, თითქოსდა გამიზნულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა განვითარდეს და თითქოსდა  საზოგადოებრივი არხები განვითარდეს. ჩემი გამოციდლებიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ეს პროცესი ვერ მოიტანს ვერც ერთ შემთხვევაში რეიტინგის ცვლილებას,  ვერ  მოიტანს ვერც ერთ შემთხვევაში უკეთეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. საჭიროა, ფუნდამენტურად გადაიხედოს  საზოგადოებრივი არხების საჭიროება.  

გუშინ მოგმართეთ წერილობით და დღესაც გავიმეორებ. მე ვფიქრობ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სახელით, ეს პროცესი აუცილებელია შეჩერდეს. თქვენ თვითონ გაუსვით ხაზი, რომ ჩვენ არ ვიცით, რა რაოდენობის თანხა სჭირდება საზოგადოებრივ არხებს განვითარებისთვის, არ ვიცით  რა სჭირდება არხებს, ბოლომდე შეასრულონ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, განსაკუთრებით მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-16 მუხლის ის მრავალფეროვანი მოთხოვნები. რომლის წინაშეც დგას", - განაცხადა ნათია კაპანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ვერ მოუტანს აჭარის ტელევიზიას იმ ტიპის ცვლილებას, რომლისკენაც ის, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ცდილობს წაიყვანოს ტელევიზია.  

„ვფიქრობ, რომ თუ საზოგადოებას და პარლამენტს არ ექნება სრული ინფორმაცია, საჭიროებებიდან დაწყებული მიზნებით დამთავრებული, ვერ მიიღებს კარგ საზოგადოებრივ მაუწყებელს,“ - აღნიშნა შეხვედრაზე ნათია კაპანაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^