Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოცსააგენტო მშობლის მიერ ჩაკეტილ ბავშვებზე - „მშობლები შეძლებისდაგვარად ზრუნავენ მათზე"

29 იანვარი, 2018 14:31

სოციალური მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს დევნოზაშვილების ოჯახის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ ლენტეხის რაიონში მამაკაცს 8 შვილი სახლში ჰყავს ჩაკეტილი და გარეთ არ უშვებს. ბავშვები ვერ დადიან სკოლაში და ვერ ხვდებიან თანატოლებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დევნოზაშვილების ოჯახთან  სოციალური მომსახურების სააგენტო 2010 წლიდან მუშაობს.  2010 წელს სააგენტოში ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან შემოვიდა მომართვა, სოფელ რცხმელურში მცხოვრები დევნოზაშვილების მრავალსულიანი ოჯახის შესახებ, რომ მშობლებს სასკოლო ასაკის არც ერთი ბავშვი არ დაჰყავთ სკოლაში საკუთარი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე. ოჯახთან მუშაობა დაიწყო სოციალურმა მუშაკმა, ოჯახი ჩაერთო  პრევენციის პროგრამაში და სოციალური მუშაკი დღემდე აგრძელებს  ყოველთვიურ ვიზიტებს ოჯახში.

ოჯახში მუდმივად ცხოვრობს ოჯახის 11  წევრი: მამა, დედა, ბებია  და ცოლ-ქმრის 8 შვილი. შვილებიდან 3 უკვე სრულწლოვანია, მეოთხე შვილი წელს ხდება 18 წლის.

მშობლების  გადაწყვეტილებით, ბავშვები სკოლაში არ დადიან და არა აქვთ სოციალურ გარემოსთან აქტიური ურთიერთობა. ისინი განათლებას იღებენ ოჯახში მშობლების დახმარებით. დედას აქვს უმაღლესი პედაგოგიური განათლება და ეხმარება ბავშვებს სწავლის პროცესში. 2010 წლიდან დღემდე ხორციელდება ოჯახთან ყოველთვიური ვიზიტები და მშობლებს უტარდებათ კონსულტაცია. ოჯახთან მუშაობის პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რესურსცენტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სოფლის სკოლის დირექტორი, სოფლის ექიმი და ცაგერ-ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსი. ოჯახში ვიზიტები განახორციელეს უფროსმა სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა, მაგრამ ხანგრძლივი მუშაობის მიუხედავად, მშობლები არ იცვლიან აზრს ბავშვების განათლების მიღებასთან  დაკავშირებით.

2011 წელს მშობლებს შეზღუდული ჰქონდათ  მშობლის წარმომადგელობითი  უფლებამოსილება  სასამართლოს მიერ, მაგრამ ვერ მოხერხდა აღსრულება და  ბავშვების ოჯახიდან გამოყვანა სპეციფიკური გარემოსა და ბევრი ფაქტორის გამო. ამ პრობლემასთან დაკავშირებით შედგა შემთხვევის კონფერენცია, სადაც  ყველა ჩართული სტრუქტურის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ ბავშვები დარჩენილიყვნენ ბიოლოგიურ ოჯახში, რადგან არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობა და ბავშვებს ძლიერი მიჯაჭვულობა აქვთ მშობლებთან. გარკვეული პერიოდი ოჯახში სკოლის პედაგოგი დადიოდა და ინდივიდუალურად ამეცადინებდა ბავშვებს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახის მოთხოვნით  ეს მეცადინეობებიც შეწყდა.

მშობლები მუდმივად აკონტროლებენ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ  ექიმს. ოჯახთან მუშაობის დროს არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, მშობლები შესაძლებლობის ფარგლებში ზრუნავენ შვილებზე.

რაკი ბავშვების ოჯახიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა, სოციალურმა სამსახურმა იმუშავა ოჯახის გაძლიერების მიმართულებებით და ყველა პროგრამაში ჩართო ოჯახი. დევნოზაშვილები ფიქსირდებიან  სოციალურად დაუცველთა ბაზაში, აქვთ დაბალი სარეიტინგო ქულა და იღებენ საარსებო შემწეობას. უმცროსი ბავშვი  სარგებლობდა კვების ვაუჩერით 12 თვის განმავლობაში 2010-2011 წლებში. 2014 წელს ოჯახმა მიიღო დახმარება „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში. ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან ოჯახი იღებს მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილ ყოველთვიურ დახმარებას. ბავშვები, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, ასევე ჩართული არიან მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში და იღებენ მათთვის აუცილებელ მედიკამენტებს“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^