
„სილქნეტი“ „ჯეოსელს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანხმობის შემდგომ შეისყიდის.
კომისიის ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის დავით გოგიჩაიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება ბაზრის ანალიზს დაეფუძნება. "მიუხედავდ იმისა რომ მხარეების გარიგების თაობაზე წინასწარი თანხმობით ჯერ არ მიუმართავთ, კომისია საქმის კურსშია. ოფიციალური მომართვის შემდეგ დაიწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და კომისია დაადგენს მოახდენს, თუ არა ეს გარიგება ბაზრის შესაბამის სეგმენტში არსებულ კონკურენციაზე გავლენას", - განმარტავს გოგიჩაიშვილი imedinews.ge - ის ცნობით.
26 იანვარს გავრცელდა „სილქნეტის“ განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად შეიქმნება სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც სილქნეტის ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას „ჯეოსელის” მობილურ სერვისებთან გააერთიანებს.