Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარტოხელა მშობლებს კიდევ 6 მუნიციპალიტეტი დაეხმარება

31 იანვარი, 2018 10:57

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის (HRDF) რეკომენდაციით, დამატებით ექვსმა მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა მარტოხელა მშობლებისთვის  სხვადასხვა სახის დახმარება 2018 წლის ბიუჯეტსა და სოციალური დაცვის პროგრამებში.

კერძოდ, ფონდის რეკომენდაციით, მარტოხელა მშობლებს 2018 წლიდან ეხმარება შემდეგი მუნიციპალიტეტები:

  • ქუთაისი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის საფასურის დაფინანსებით 30 ლარი ოდენობით;
  • წყალტუბო ერთჯერადი 300-ლარინი ფულადი დახმარებით;
  • ბაღდათი ერთჯერადი 200-ლარიანი ფულადი დახმარებით;
  • კასპი ერთჯერადად 200-ლარიანი ფულადი დახმარებით მხოლოდ მარტოხელა დედებს ეხმარება. ამიტომ ფონდი გამგეობას დისკრიმინაციის გამოსწორების რეკომენდაციით მიმართავს.
  • ტყიბული კი მარტოხელა მშობლებს თავშესაფრით უზრუნველყოფისას დამატებით პრიორიტეტს ანიჭებს;
  • ხარაგაული მარტოხელა მშობლებს 200-ლარიან დახმარებას სთავაზობს ერთჯერადად.

2017 წელს მარტოხელა მშობლებს საქართველოს მასშტაბით 75 თვითმმართველი ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან  მხოლოდ 25 მათგანი ეხმარებოდა.

წინა წლის განმავლობაში ფონდი ახორციელებდა ადვოკატირებას 12 მუნიციპალიტეტთან, რომელთაც არ ჰქონიათ გათვალისწინებული რაიმე სახის შეღავათი თუ დახმარება 2017 წლის ბიუჯეტით.

ფონდის ორგანიზებით, 2017 წლის ივლისში  25 მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის წარმომადგენელთა გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა. მათ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და იმსჯელეს, რა შეიძლება გააკეთოს ადგილობრივმა თვითთმმართველობამ მარტოხელა მშობლების გასაძლიერებლად. მით უმეტეს, რომ სახელმწიფო სტატუსის მქონე მშობლებს არაფერს სთავაზობს სოციალური გარანტიის სახით.

ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც შარშან ეხმარებოდნენ მარტოხელა მშობლებს, ამ პრაქტიკას წელსაც აგრძელებენ. კერძოდ:

  • გორი – ერთჯერადი ფულადი დახმარება 200-500 ლარამდე
  • ჭიათურა  – კვებითი უზრუნველყოფა, ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარით
  • ზესტაფონი – ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი
  • სამტრედია – ერთჯერადი ფულადი დახმარება 100-150 ლარი
  • საჩხერე – ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარი, უმაღლესი სასწავლების სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით
  • დედოფლისწყარო  – ელექტრო ენერგიის ან ბუნებრივი აირის დაფინანსება ყოველთვე 13-17 ლარის ოდენობით, ახლად დაბადებული ბავშვის მარტოხელა მშობლის დახმარება 300 ლარის ოდენობით ერთჯერადად
  • ლაგოდეხი – ელექტროენერგიის დაფინანსება ყოველთვე 10 ლარის ოდენობით
  • საგარეჯო – ერთჯერადი ფულადი დახმარება, კომუნალურები (დენი 5 ლარი, ზამთრის სეზონზე გათბობა 50 ლარი)
  • სიღნაღი  – ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით
  • ყვარელი – ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსება ყოველთვე 8 ლარის ოდენობით
  • გურჯაანი  – ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსება ყოველთვე 8 ლარის ოდენობით.
  • თელავი – სადღესასწაულო დღეებში ფულადი ან სხვა საჩუქრები, ელექტროენერგიის თანადაფინანსება, ფინანსური და მედიკამენტების დახმარება

2018 წლის ბიუჯეტით დახმარება მარტოხელა მშობლებისთის კვლავაც არ აქვს გათვალისწინებული თბილისს, ვანს, ხაშურს, ქარელს, ახმეტასა და თერჯოლას, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლები. თბილისში კი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი მარტოხელა მშობელია დარეგისტრირებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^