Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხაბეიშვილი: მეტრო „ახმეტელის თეატრის" რეაბილიტაციისას შესაძლოა, კორუფციული გარიგება შედგა

31 იანვარი, 2018 15:02

თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის" რეაბილიტაციის საკითხში შესაძლოა, საქმე გვქონდეს კორუფციულ გარიგებასთან:

„ოფიციალური დოკუმენტაციიდან ირკვევა რომ „დამბას“ გაუფორმეს ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე „დამბას“ აქვს ხელმოწერა გაკეთებული. ამ ტენდერში „ყვარელრემმშენს“ დისკვალიფიკაცია აქვს მიღებული, შესაბამისად, წარმოუდგენელია ვიფიქროთ ის, რომ იურიდიულად, „ყვარელრემმშენმა“ შეასრულა სამუშაოები, თუმცა იმიტომ რომ დედაქალაქის მერიაში სერიოზული კორუფციაა, არ გამოვრიცხავ რომ მოიგო ერთმა კონკრეტულმა კომპანიამ, თუმცა სამუშაოები შეასრულა, მეორე კომპანიამ და რეალობაში ფული „დამბას“ გავლით მიიღო „ყვარელრემმშენმა“.  ამასაც არ გამოვრიცხავ. ესეთი რამე თუ მოხდა რასაც კალაძე ადასტურებს ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ სერიოზულ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე“,- უთხრა „ლიბერალს" ლევან ხაბეიშვილმა.

მისვე თქმით, კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით ეჭვებს ამყარებს ის ფაქტიც, რომ შპს „დამბას“ 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჯაბიძე ქართული ოცნების შემომწირველთა სიაშია.  მან „ქართულ ოცნებას“ 2016 წელს 55 000 ლარი შეწირა.

„ლიბერალი“ თბილისის მერიას დაუკავშირდა, რათა დაეზუსტებინათ, შეასრულა თუ არა შპს „ყვარელრემმშენმა“ სარემონტო სამუშაოები ორივე მეტრისადგურში. თუმცა მერიაში განგვიცხადეს, რომ გამოძიების დასრულებას ელოდებიან და ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.

გუშინ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამოშლის შემდგომ, ქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კომპანია „ყვარელრემმშენმა“, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა მეტროსადგურ „ვარკეთილში“, მეტროსადგური „ახმეტელის თეატრიც“ გაარემონტა, რის გამოც სამშენებლო სამუშაოები გადამოწმდება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრშიც“.

„სამუშაოები ამ ობიექტზე აგვისტოში დასრულდა და სექტემბერში იქნა ექსპლუატაციაში მიღებული. ეს კომპანია მუშაობდა მეტრო „ახმეტელის თეატრის“ რეაბილიტაციაზეც და დღესვე დაიწყება გადამოწმება, თუ როგორაა შესრულებული სამუშაოები. ამ კონკრეტულ ფაქტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

სატენდერო დოკუმენტაციაში კი აღნიშნულია, რომ „ახმეტელის თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისთვის ხელშეკრულება „დამბთან“ გაფორმდა. ტენდერში მონაწილეობდა შპს „ყვარელრემმშენიც“ თუმცა მან დისკვალიფიკაცია მიიღო.

****************

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი გუშინ დილით ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 14 ადამიანი.

მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. 

თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, „ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოები, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მეტრო „ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო  მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა  შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წელს დაიწყო  თბილისის მეტროსადგურების კაპიტალური რეაბილიტაციის  პროექტი, რომლის ფარგლებში განახლდა მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“, ხოლო მეტრო „ავლაბარს“ გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^