შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა კომპანია Roche-მ აუტისტური სპექტრის აშლილობის სამკურნალო მედიკამენტზე ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრირების ფედერალური სააგენტოსგან (FDA) „გამრღვევი თერაპიული აღმოჩენის“ აღნიშვნა მიიღო. როგორც Reuters წერს, ამ სტატუსის მოპოვების შემდეგ, მეტი შანსია რომ პრეპარატმა ბელოვაპტანმა მოხმარებისთვის რეგისტრაციაც მიიღოს.
კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, პრეპარატი მოხმარებისთვის მზად 2020 წლის შემდეგ იქნება. ბელოვაპტანმა შესაძლოა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებში სოციალური ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარები გააუმჯობესოს.
აუტიზმის სპექტრის აშლილობისთვის აქამდე არ არსებობდა FDA-ს მიერ დამტკიცებული მედიკამენტი. პრეპარატი, რომელიც მის ძირითად სიმპტომებს - სოციალურ ინტერაქციაში, კომუნიკაციაში სირთულეებს, ასევე განმეორებით ქცევაზე მიჯაჭვულობას გააუმჯობესებდა.
„ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ FDA-თან იმ იმედით, რომ შევძლებთ ამ მედიკამენტის მოქალაქეებისთვის რაც შეიძლება მალე მიწოდებას“, - თქვა კომპანია Roche-ს უფროსმა სამედიცინო ოფიცერმა სანდრა ჰორნინგმა.