
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს, რომ „საქართველოს ფოსტამ“ ფესტივალზე ნაჩვენები და უკან გაგზავნილი ფილმების ნაწილი დაკარგა.
„მეგობრებო, მოგიწოდებთ, არ ისარგებლოთ საქართველოს ფოსტით! ჩვენ მიერ გაგზავნილი ფილმების 25% დაგვიკარგეს ან უკან დაგვიბრუნეს. უკვე თვენახევარი გავიდა გაგზავნიდან და პასუხიც არ გვაქვს, რატომ ვერ ჩააბარეს ამანათები ადრესატებს. არც წუხილი გამოუთქვამთ და არც ფულის დაბრუნება შემოუთავაზებიათ“, - წერია ფესტივალის Facebook-გვერდზე