1 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები გაიმართა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის პოზიციაზე მეორე ვადით ერთხმად აირჩია გიგა ზედანია.
გიგა ზედანია 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია; 2006 წლიდან დღემდე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ ასოცირებული პროფესორი, ხოლო შემდეგ – სრული პროფესორი; სხვადასხვა დროს მას ეკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანისა და მოდერნულობის კვლევების ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობები. იგი ფლობს ბოხუმის რურის უნივერსიტეტის (გერმანია) ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს.
უნივერსიტეტის ცნობით, უახლოეს მომავალში უნივერსიტეტის რექტორი ფაკულტეტების დეკანებთან ერთად 2014-2017 წლების შემაჯამებელ ანგარიშსა და უნივერსიტეტის მომდევნო 4 წლის განვითარების სტრატეგიას წარუდგენს დაინტერესებულ საზოგადოებას.