Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ დატოვა მარინა ვაშაყმაძემ "რადიო თავისუფლება"

01 თებერვალი, 2018 18:21

"რადიო თავისუფლების" თბილისი ბიუროს უფროსი მარინა ვაშაყმაძე განმარტავს - თუ რატომ დატოვა მან თანამდებობა

"დიახ, მე დავტოვე რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობა.  

ვერ შევეგუები ღირებულებებისა და სტანდარტების უგულვებელყოფას ჟურნალისტიკაში. იმისა, რისაც მთელი არსებით მწამს და მჯერა! დეტალებს აღარ აქვს მნიშვნელობა ასეთ ვითარებაში. არაფერი შეიძლება იყოს ამ  ღირებულებების დაცვაზე უფრო მნიშვნელოვანი!."- ამბობს ვაშაყმაძე.

მისი თქმით, "რადიო თავისუფლების" ერთ-ერთ ხელმძღვანელად ყოფნა ძალიან დიდი პატივი იყომისთვის. "თუმცა გაცილებით დიდი პატივია რადიო თავისუფლების გუნდთან ერთად მუშაობა, საქმისათვის თავდადებულ, ჟურნალისტური სტანდარტების ერთგულ პროფესიონალებთან საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "რადიო თავისუფლების" ქართული ბიუროს უფროსი დავით კაკაბაძე მენეჯმენტმა გაათავისუფლა. დავით კაკაბაძის შესაძლო გათავისუფლებაზე და ქართულ სამსახურსა და მენეჯმენთან უთანხმოებაზე თავდაპირველად გამოცემა BBG Watch წერდა.   BBG Watch ამბობდა, რომ „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისი ქართულ ბიუროზე ზეწოლას ცდილობს. ამერიკული მედიასაშუალების მიხედვით, „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისის მენეჯმენტი ქართულ სამსახურს „რუსთავის 2“-თან თანამშრომლობას აძალებს და ბიუროს დირექტორის დავით კაკაბაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ცდილობს. როგორც BBG Watch იუწყებოდა მათ ზეწოლის შესახებ არაერთი წყაროსგან გაიგეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^