"მე ვაპირებ კენჭისყრას, ვაპირებ ბრძოლას არა პრეზიდენტობისTვის, არამედ იმისთვის, რისი გაკეთებაც ამ თანამდებობაზე შემიძლია" - ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში გააკეთა.
"იმისთვის რომ ეს გადაწყვეტილება მივიღო, უნდა დავინახო რომ მოსახლეობა არ დაბრმავდება ივანიშვილის მილიარდებით, და მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, ერთადერთი შანსი ამ ქვყენის გადარჩენის და ერთადერთი შანსი იმისა, რომ ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს, ჩემი ხელისუფლებაში და პრეზიდენტად მოსვლაა". - თქვა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.