
„ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ალბათ უნდა გამოვრიცხოთ" - თქვა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რე-აქციაში" ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
„საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი, საერთოდ არ გვქონია, ჯერ სხვა მიზნები და სხვა გამოწვევები გვაქვს". - დასძინა დეპუტატმა.
მისი თქმით, უახლოესი თვეების განმავლობაში იმსჯელებენ და საზოგადოებას წარუდგენენ პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც წარმატებული იქნება.