Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლელა გაფრინდაშვილი: მოვითხოვ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ღია სხდომას

02 თებერვალი, 2018 14:35

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი ლელა გაფრინდაშვილი, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ღია სხდომის გამართვას მოითხოვს. 

„მე მოვითხოვ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ღია სხდომას, კამერებით. ასეთი სხდომა წერტილს დაუსვამს ამ აბსურდს. მე მზად ვარ და ველოდები ბორდის წევრების გამოხმაურებას. იმედი მაქვს, ამ საკითხის გადაწყვეტას 6 თვე არ დასჭირდება“, - წერს facebook პოსტში ლელა გაფრინდაშვილი. 

„ეს შესაძლოა იყოს კომპრომეტირების მცდელობა" - ამბობს ლელა გაფრინდაშვილი, აუდიტის იმ დასკვნასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ერთ-ერთი წევრი ჰონორარს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, 5 თვის განმავლობაში იღებდა,  საუბარია 12 800 ლარზე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს წევრი ლელა გაფრინდაშვილი იყო.

„ლიბერალი" ლელა გაფრინდაშვილს ესაუბრა, ის ამბობს, რომ მას მართლაც ერიცხებოდა თანხა, თუმცა მიიჩნევდა, რომ ეს იყო ანაზღაურება კვლევითი სამუშაოსთვის, რომელსაც იგი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ეწეოდა. კვლევა ეხება საზოგადოებრივი საბჭოების კონცეფციას. გაფრინაშვილის თქმით, ის პერიოდულად აყენებდა საქმის კურსში ბორდის თავმჯდომარეს და წევრებს კვლევის მიმდინარეობის შესახებ. 

„ლიბერალი“ ცდილობს, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელს გრიგოლ გოგელიას დაუკავშირდეს და გაარკვიოს, გაითვალისწინებს თუ არა საბჭო გაფრინდაშვილის მოთხოვნას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^