Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომპანია „ქართული ფილმის“ შენობაზე: დემონტაჟი და რადიკალური რეკონსტრუქცია გამორიცხულია

02 თებერვალი, 2018 19:00

კინოსტუდია „ქართული ფილმის“  შენობა იყიდება.  შენობა, რომელიც აღმაშენებლის #164-ში დგას, 1927-1930 წლებშია აშენებული. მისი არქიტექტორი მიხეილ ბუზოღლია.  შენობა წარმოადგენს კონსტრუქტივიზმის სტილს, რომელიც მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, საბჭოთა კავშირში აიკრძალა. 

აღმაშენებლის  #164-ში მდებარე არსებული შენობის მესაკუთრე არის შპს „კინოქალაქი“, რომლის 100%-იან წილს „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია“   GBRD ფლობს.  აღნიშნული დეველოპერული კომპანია 2004 წელს მამუკა ხაზარაძემ დააარსა, რომლის პრეზიდენტიც არის დღემდე. 

თი-ბი-სის მედიასთან ურთიერთობის სამსახურმა, „ლიბერალს" „ჯიარდისის" განცხადება მიაწოდა, რომელშიც წერია, რომ დეველოპერული კომპანია აქტივების მრავალფეროვან პორტფელს ფლობს და ახორციელებს რამდენიმე მსხვილმასშტაბიან დეველოპერულ პროექტს. ამიტომ მოუწიათ პრიორიტეტების გადახედვა და რიგ შემთხვევაში აქტივების პორტფელის ოპტიმიზაცია.

კომპანიამ 2006-2007  წლებში შეიძინა ყოფილი კინოპავილიონის შენობა  და განიხილებოდა მისი განვითარების რამდენიმე ვარიანტი. თუმცა აქტივების ოპტიმიზაციისა და სხვა პრიორიტეტების გადახედვის გამო, შენობის გაყიდვა გადაწყვიტა.

კომპანიაშია მიაჩნიათ, რომ  „საუბარია ქალაქისთვის საინტერესო ახალი სივრცეების შექმნაზე კონკრეტული ობიექტისა და გარემოს ისტორიულ-კულტურული სპეციფიკის სრული გათვალისწინებით.“

„კონკრეტულად კინოპავილიონის შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და შესაბამისად, მისი დემონტაჟი და რადიკალური რეკონსტრუქცია გამორიცხულია. „ჯიარდისიმ“ შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადგილობრივი ექსპერტების ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის საფუძველზე და წამყვან ქართველ არქიტექტორებთან ერთად ჯერ კიდევ 2014 წელს მოამზადა მის მფლობელობაში არსებული აქტივის რეკონსტრუქციის ესკიზური პროექტი, რაც წარედგინა და მოიწონა „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ“.

როგორც ყველა დეველოპერული კომპანია, „ჯიარდისი“განსაზღვრავს შეზღუდული საინვესტიციო რესურსების ოპტიმალურად განთავსების 3-5 წლიან სტრატეგიას, რომელშიც კინოპავილიონის პროექტი ვერ მოხვდა მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. დღესდღეობით ვახორციელებთ რა ისეთ მაშტაბური პროექტებს, როგორიცაა კოხტა-მიტარბის ოთხ-სეზონური მთის კურორტის განვითარება, რომლის მხოლოდ პირველ ფაზაზე ჩვენი ინვესტიცია 200 მლნ დოლარზე მეტი იქნება, ასევე ვგეგმავთ რა  რამდენიმე სასტუმროს და სავაჭრო ცენტრის განვითარების პროექტებს, გვიწევს პრიორიტეტების გადახედვა და რიგ შემთხვევაში აქტივების პორტფელის ოპტიმიზაცია.

გვესმის რა აღმაშენებლის გამზირის მნიშვნელობა იქ განხორციელებული მასშტაბური სარეაბლიტაციო პროგრამის ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ, მოგვეძია პოტენციური ინვესტორი, რომელიც უფრო მოკლე ვადებში შეძლებდა კინოპავილიონის ტერიტორიისთვის ახალი საინტერესო კონცეფციის შექმნას და განხორციელებას. ამ მიზნით მივმართეთ მსოფლიოში უძრავი ქონების სფეროში წამყვან საკონსულტაციო და საბროკერო კომპანიას „კოლიერს“ და მოხარული ვართ, რომ რამდენიმე  ფრიად საინტერესო წინადადებაც მივიღეთ.

„ჯიარდისი“ აბსოლუტურად უფლებამოსილია, მიიღოს მის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი აქტივის გაყიდვაზე თავისუფალი გადაწყვეტილება, განსაკუთრების მაშინ, როდესაც საუბარია ქალაქისთვის საინტერესო ახალი სივრცეების შექმნაზე კონკრეტული ობიექტისა და გარემოს ისტორიულ-კულტურული სპეციფიკის სრული გათვალისწინებით.“,- ნათქვამია დეველოპერული კომპანიის განცხადებაში. 

ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი  შიშობს, რომ შესაძლოა შენობა გაყიდვის შემდეგ საფრთხის ქვეშ აღმოჩდეს. რადგან, მიუხედავად იმისა, რომ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს,  ეს მაინც არ არის გარანტია იმისა, რომ მას არ დაანგრევენ. მისი თქმით,  შესაძლოა  შენობის კონსტრუქციული დასკვნა დაიწეროს იმგვარად, თითქოს ის ავარიულია და არ ექვემდებარება აღდგენას.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ შენობას სტატუსი აქვს, ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით იმისა, რომ შენობას სტატუსი ჰქონდა და ეს შენობა დღეს აღარ არსებობს.  ამის საფუძველი ხშირად არის კონსტრუქციული დასკვნა, სადაც წერია, რომ შენობა იმდენად ავარიულია, რომ აღარ ექვემდებარება აღდგენას. ჩვენ ვიცით, გვაქვს ამის გამოცდილება, თუ როგორ იწერება ასეთი ტიპის დასკვნა. რისკი, ამ თვალსაზრისით, არსებობს ამ შენობასთან მიმართებაშიც, რადგან  ეს ობიექტი გამოტანილია გასაყიდად. შესაძლებელია ახალმა მეპატრონემ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კარგი ტერიტორიაა საინვესტიციო თვალსაზრისით, მოისურვოს სრულიად ახალი ნაგებობის ჩადგმა და მისი დანგრევა“ - განაცხადა ელისაშვილმა. 

ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოსა და ქალაქის პოზიცია, რომ ძეგლს მთლიანად შეუნარჩუნდეს თავისი სახე და არ მოხდეს მისი დემონტაჟი. მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ ხშირად გადაწყვეტილების მიმღები პირები, მიიჩნევენ, რომ საბჭოთა პერიოდის არქიტექტურა არ არის ისეთი ღირებული, როგორც სხვა პერიოდისა და სხვა ტიპის არქიტექტურა.

„ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს პოზიცია და ქალაქის პოზიცია. რადგან ობიექტს აქვს ძეგლის სტატუსი ის მთლიანად უნდა შენარჩუნდეს, რათა მხოლოდ ფუნქციური დანიშნულება შეიცვალოს და არ მოხდეს მისი დემონტაჟი. დიდი პრობლემაა ისიც, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ხშირად მიიჩნევენ, თითქოს საბჭოური პერიოდის არქიტექტურა არ არის ისეთივე ფასეული, როგორც სხვა ტიპის ნაგებობები“,- თქვა ელისაშვილმა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^