Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: ჩაბუქის ექსტრადიცია ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობას

05 თებერვალი, 2018 19:11

თურქეთის რესპუბლიკაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ეროვნულ კანონმდებლობას - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ავრცელებს, რომელმაც 5 თებერვალს სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა.

ომბუდსმენის განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

  • „სისხლისსამართლებრივი დევნა სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით

საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ წარდგენილი ბრალდება ბუნდოვანი ხასიათისაა და არაგანჭვრეტად ნორმას ეფუძნება. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები მიუთითებს, რომ აღნიშნული სახის ბრალდებით დევნიან პოლიტიკურ აქტივისტებს, რათა მათ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა წაერთვათ.

  • სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რისკი

ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის დიდი ალბათობა. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ბრალდებულებს წაერთვათ ადვოკატთან კონფიდენციალური წვდომის უფლება და ასევე ვერ სარგებლობენ სხვა მნიშვნელოვანი გარანტიებით.

  • წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკი

თურქეთის რესპუბლიკის ციხეებში შემაშფოთებლად მაღალია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე. წამების სისტემური შემთხვევების მიუხედავად, მათი გამოძიება არ ხდება, ხოლო მსხვერპლები ხშირად უკვალოდ უჩინარდებიან.

  •  დიპლომატიური გარანტიების გათვალისწინების რისკი

საქართველოს სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიიჩნევს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეში თურქეთის სახელმწიფოს მიერ წარდგენილი დიპლომატიური გარანტიები არ უნდა იქნას გაზიარებული. ისინი არ პასუხობს საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დადგენილ სამართლებრივ მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისთვის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ანალოგიური ბრალდებით ძებნილი პირების გადაცემაზე ერთხმად ამბობენ უარს, ხოლო ამავე სახელმწიფოთა სასამართლოები არასანდოდ მიიჩნევენ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილ დიპლომატიურ გარანტიებს.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების იმპერატიულ დანაწესებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას".

ჩაბუქის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხს სასამართლო 13:00 საათზე განიხილავს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^