თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან 2017 წელს ქველმოქმედებისთვის 350 000 ლარი გაიღო.
რაც შეეხება წინა წლებში ამ მიზნით დახარჯულ თანხას, 2013 და 2014 წლებში კალაძე ენერგეტიკის მინისტრის ერთი თვის ხელფასის ოდენობის თანხას რიცხავდა საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში. 2014 წელს კი ქველმოქმედებისთვის დამატებით 60 000 ლარი გაიღო.
2015 წლის მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ასევე საქველმოქმედო მიზნებისთვის 60 000 ლარი დახარჯა, დეკლარაციის მიხედვით, დოკუმენტური ფილმი „შინდისის გმირები“ კი 4 000 ლარით დააფინანსა.
2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძემ ქველმოქმედებისთვის 300 000 ათასი ლარი გაიღო.