Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

0.13 გრამი MDMA-ს ფლობისთვის 24 წლის სერგო შიშმანიძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

07 თებერვალი, 2018 15:56

24 წლის სერგო შიშმანიძეს სასამართლომ 0.13 გრამი MDMA-ს ფლობისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი ებანოიძემ გუშინ გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით არაა განსაზღვრული ნარკოტიკულ საშუალება MDMA-ს მცირე ოდენობა, შესაბამისად, მისი ნებისმიერი საწყისი ოდენობა ავტომატურად დიდ ოდენობად მიიჩნევა და კანონით გათვალისწინებული სანქციებით უფრო მკაცრია. 

შიშმანიძეს ბრალი 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე ითვალისწინებს.

„ლიბერალთან" საუბრისას მსჯავრდებულის ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ მათ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი უთხრა. 

„ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა ნარკოტიკული ნივთიერების ფლობა ამიტომ ვითხოვდით არასაპატიმრო სასჯელს. ველოდობდით, რომ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას გააფორმებდა  ან მინიმალურ სასჯელს მაინც გამოიყენებდა სასამართლო. თუმცა მიუსაჯეს 6 წელი. არ გვითხრეს რატომ არ გაუფორმეს საპროცესო 24 წლის ბიჭრს, რომელსაც სუფთა წარსული აქვს, სანამართლევი არაა, მსგავს შემთხვევებში შემჩნეული არ ყოფილა. მუშაობს, ელექტრონულ მუსიკას წერს", - ამბობს მურმანიშვილი.

ადვოკატი უკმაყოფილებას გამოთქვამს სასამართლო სხდომასთან თაკავშირებითაც. მისი თქმით, მოსამართლემ მას დასკვნითი სიტყვის მომზადებისთვის გონივრული დრო არ მისცა.

„სასამართლოში გუშინ როდესაც მივედით, პროკურატურასთან საუბარი გვქონდა, რომ უნდა გადადებულიყო პროცესი და კიდევ ერთხელ უნდა დაწყებული საუბარი საპროცესო შეთანხმებაზე. შემდეგ, პროკურატურამ უარი გვითხრა საპროცესოზე შეთანხმებაზე და  პროკურორმა დასკვითი სიტყვა თქვა. სასამართლოზე აღვნიშნე, რომ დასკვნითი სიტყვისთვის მზად არ ვიყავი, ვინაიდან პროკურატურა გვეუბნებოდა, რომ პროცესი გადავდოთო. დავაყენე შუამდომლობა, რომ ან გადაედოთ პროცესი ან მოეცათ გონივრული დრო, რომ მე მქონოდა საშუალება მოვმზადებულიყავი. მოსამრთლემ არც პროცესი გადადო და არც შესვენება გამოაცხადა. ამიტომ ვერ ვთქვი დასკვითი სიტყვა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ მოსამართლეს დაცვის მხარეს არ მისცეს გონივრული დრო დასკვნითი სიტყვისთვის", - ამბობს ადვოკატი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^