Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანეზაშვილი: იუსტიციის საბჭოში არიან ძველი ბიჭები, შოთა ქადაგიძემ არაკორექტულად მომმართა

07 თებერვალი, 2018 17:44

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა,  იუსტიიციის უმაღლეს საბჭოში  მოსამართლეებთან გასაუბრება დროებით დატოვა, რადგან, მისი თქმით, საბჭოს არამოსამართლე წევრმა შოთა ქადაგიძემ მას არაკორექტულად მიმართა. ჯანეზაშვილის განცხადებით, გაღიზიანება მის განცხადებებს და შეკითხვას მოჰყვა, თუ რატომ მოითხოვდნენ მოსამართლეები ანა დოლიძის გასაუბრებიდან აცილებას. 

„ძველი ბიჭები გვყავს საბჭოში. ჩემმა შეკითხვამ კრიტიკული დამოკიდებულება გამოიწვია.  მან არაკორექტულად მომმართა. შოთა ქადაგიძე სრულიად ამოვარდნილია იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსიდან. მგონი არც იცის, რომ საბჭოს წევრია, იმდენად არაკორექტულად იქცევა საბჭოს წევრის მისამართით. თავმჯდომარეს ვთხოვე, შეეხსენებინა ქადაგიძისთვის მისი ვალდებულებები. ამასთან, შოთა ქადაგიძე გამოირჩევა მოსამართლე წევრების პოზიციის მხარდაჭერით და ჩემი აზრით, მათი დავალებების შემსრულებელია.

ჩემთვის მიუღებელია, როდესაც საბჭოს წევრი მომმართავს ისე, როგორც ქუჩური გარჩევებისას. ჩემი პოზიცია გამოვხატე ლეილა მამულაშვილის შუამდგომლობასთან [მამულაშვილმა ანა დოლიძის აცილება მოითხოვა] დაკავშირებით და მიმაჩნია, რომ ეს არის დაუსაბუთებელი, თუმცა ისიც აღვნიშნე, რომ „ადეიშვილის ნარჩენებთან“ დაკავშირებით დოლიძის პოზიციას არ ვიზიარებ", - აცხადებს ჯანეზაშვილი, - „მე, როგორც საბჭოს წევრი, ვალდებული ვარ, კონკრეტული კანდიდატი შევაფასო იმ კანონის შესაბამისად, რომელიც ჩვენ გვაქვს. კრიტერიუმების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, ამიტომ მე ამ ფარგლებიდან როგორც წევრი არ გამოვიდოდი, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამართლებრივ ფორმატში ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე".

როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, დღევანდელი გასაუბრება სრულიად ამოვარდნილია კალაპოტიდან. „ვიდრე იგი დაიწყებოდა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ჩემგან მოითხოვა პასუხები, რატომ მივეცი მედიას კომენტარი იმის შესახებ, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები არღვევენ ეთიკის ნორმებს. დიახ, ისინი არღვევენ ეთიკის ნორმებს", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას 8 თებერვლის ჩათვლით მართავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^