Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააგენტო: წყალტუბოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაცია დასრულდა

07 თებერვალი, 2018 19:12

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში დაასრულა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სრული ინვენტარიზაციის პროცესი, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ იყო ინიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

„პროექტის განხორციელება სამომავლოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი გახდება ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადების პროცესში, რომელსაც წყალტუბოს თვითმმართველობის ინიციატივითვე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს“-ნათქვამია გავცრელებულ განცხადებაში. 

ინვენტარიზაციის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის თანამშრომლების მიერ 14 მონუმენტურ ნაგებობაზე უკვე მომზადდა სააღრიცხვო ბარათები სათანადო ინფორმაციითა და ფოტო-ვიზუალური მასალით.

„კურორტი წყალტუბოს შენება 1926 წ. დაიწყო. 1936 წ. განაშენიანების პირველი პროექტი შედგა, 1950-51 წლებში კი შემუშავდა გენერალური გეგმა, რომლის ავტორები იყვნენ არქეიტექტორები ი. ზაალიშვილი და ვ. კედია. გენ. გეგმა წრიულობის პრინციპზე იყო აგებული და დაყოფილი იყო ბალნეოლოგიურ, სანატორიულ და საცხოვრებელ ზონებად. 

პარკის ირგვლივ კი დაიგეგმა და სხვადასხვა პერიოდში აშენდა 18 სანატორიუმი, რომლებიც ამ ქალაქის განვითარების გეგმის მიხედვით დაპროექტდა. ამ სანატორიუმებიდან XX ს. ბოლოს ერთი ნაწილი დაინგრა, მეორე ნაწილი კი ისე გაპარტახდა, რომ თავისი მახასიათებლები დაკარგა. სანატორიუმების უდიდეს ნაწილში დღეს აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. შენობების ინტერიერი თითქმის სრულადაა გადაკეთებული. მიუხედავად ცვლილებებისა, ნაგებობების ფასადებს, დღემდე აქვთ შენარჩუნებული ძირითადი მახასიათებლები და რეაბილიტაციის შემთხვევაში სრულად დაიბრუნებენ თავდაპირველ იერსახეს. სანატორიუმების ერთი ნაწილი დღეს კერძო მფლობელობაშია, უდიდესი ნაწილი კი სახელმწიფოს ბალანსზე. 

წყალტუბოს „სტალინური“ ეპოქის შენობები კლასიკური არქიტექტურის სტილშია გადაწყვეტილი რომაული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ფორმებით, რომელიც გამორჩეულია თავისი მონუმენტურობითა და მდიდრული მხატვრული დეკორით, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. შენობათა მორთულობაში ხშირია ქართული დეკორატიული ელემენტები, უმრავლეს შემთხვევაში ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურისათვის დამახასიათებელი დეკორი. ამ მახასიათებელებით წყალტუბოს „სტალინური“ პერიოდის არქიტექტურა წარმოადგენს კლასიკური არქიტექტურული ფორმებისა და ქართული ნაციონალური დეკორის სინთეზს, რაც მის უნიკალობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

წყალტუბოს პარკები თავისი დაგეგმარებით, მცენარეული საფარითა და საინჟინრო ხელოვნების ნიმუშებით (ხიდები, საირიგაციო სისტემები) ასევე წარმოადგენს ერთიან უნიკალურ კულტურულ ძეგლს, რომელიც ამ ქალაქს განუმეორებელ იერსახეს უზრუნველყოფს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^