გუშინ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობამ დაამტკიცა 50 ჯიშის ხე, რომლითაც ქალაქი გამწვანდება.
მერიამ „ლიბერალს“ ხეების სახეობების ჩამონათვალი გამოუგზავნა.
იხილეთ პრიორიტეტული და რეკომენდირებული ხეების სია სრულად.
დოკუმენტში თბილისის ლანდშაფტისა და კლიმატისთვის შესაბამისი ხე-მცენარეების სახეობების სიაა მოცემული. 38 ჯიშის ხე პრიორიტეტული ხეების სიაშია, 36 კი - რეკომენდირებული ხეების.
გთავაზობთ ქალაქში დასარგავი ხეების ჩამონათვალს:
1 ორნაკვთიანი გინკგო/ Ginkgo biloba
2 მუხა ევროპული/Quercus robur
3 ირმის რქა/ Lagerstroemia indica
4 მუხა მარადმწვანე/Quercus ilex
5 ნეკერჩხალი - ქორაფი/Acer capadocicum
6 მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი ანუ ლეკა/ Acer platanoides
7 ოლეანდრი
Nerium oleander
8 ქლიავი შინდისფერი/Prunus cerasifera Pisardii
9 ჭნავი დეკორატიული/Sorbus aucuparia
10 ხე ტიტა/Liriodendron tulipifera
11 ხემარწყვა/Arbutus unedo
12 მინდვრის ნეკერჩხალი/Acer campestre
13 ქართული ნეკერჩხალი/ Acer ibericum
14 ჩვეულებრივი იფანი, კოპიტი/ Fraxinus excelsior
15 ამბრის ხე/Liquidambar styraciflua
16 იფანი გრძელფოთოლა/Fraxinus angustifolia
17 აღმოსავლური ჭადარი/ Platanus orientalis
18 ჭადარი ნეკერჩხლისფოთოლა/ Platanus acerifolia
19 დასავლური ჭადარი/ Platanus occidentalis
20 წაბლფოთოლა მუხა/ Quercus castaneifolia
21 წითელი მუხა/ Quercus rubra
22 ქართული მუხა/ Quercus iberica
23 მუხა პირენეული/Quercus pyrenaica
24 მუხა კორპის/Quercus suber
25 ჭალის მუხა quercus pedunculiflora
26 არღავანი, იუდას ხე /Cercis siliguastrum
27 ცრუ აკაცია, რობინია/Robinia pseudoacacia
28 კვიდო იაპონური/Ligustrum japonicum
29 ნეკერჩხლისფოთოლა ცაცხვ /Tilia platyphyllos
30 იაპონური სოფორა (ნამყენი)/ Sophora japonica
31 მელია აზედერახი/ Melia azedarach
32 კავკასიური ცაცხვი/ Tilia begoniifolia
33 ამერიკული ცაცხვი/ Tilia americana
34 უნგრული ცაცხვი/ Tilia tomentosa
35 იაპონური ძელქვა/Zelkova japonica
36 ჰიმალაის კედარი/ Cedrus deodora
37 ელდარის ფიჭვი/ Pinus eldarica
38 უნაყოფო თუთა/ Morus platanifolia sterile