Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს

11 თებერვალი, 2018 1:37

„როცა შენ გაქვს დიდი გამოწვევა, იქ არგაერთიანება და ერთად არშეკვრა დანაშაულია. ცალკე ეგოისტურ ინტერესებზე ლაპარაკი არასწორია“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილა გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში განაცხადა.

მან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველა პოლიტიკური ძალის პირადი ამბიციისა, ისინი უნდა გაერთიანდნენ, რამდენიმე კანდიდატიდან საუკეთესო შეარჩიონ და ის წარადგინონ კანდიდატად.  

„ჩემი აზრით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვებთან ერთად პრაიმერისი უნდა გააკეთოს, უნდა შეთანხმდნენ მის წესებზე. ვთქვათ, სახელდება 5 კანდიდატი. ავირჩიოთ ნებისმიერი სოციალური სამსახური, რომელსაც ვენდობით, ჩავატაროთ 3-თვიანი კამპანია, მათ შორის „რუსთავი 2-თან“ დეაბტები, ხალხთან შეხვედრის დროს დებატები. და 3 თვის თავზე ვისაც უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, იმას ვუჭერთ მხარს. ცხადია, ასე უნდა მოვიქცეთ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^