Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნაციონალური მოძრაობა“ აუდიტის სამსახურს ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას სთხოვს

12 თებერვალი, 2018 13:33

„ნაციონალური მოძრაობა“ ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას მოითხოვს აუდიტის სამსახურისგან. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დღეს აუდიტის სამსახურს განცხადებით მიმართა. 

„მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახურმა დაადგინოს, საიდან მოიტანა კვირიკაშვილის მამამ 120 ათას ლარი მაშინ, როდესაც თავად პრემიერის შემოსავალი წლიდან წლამდე არის 51 000 ლარი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ  2016 წელს პრემიერმა გადაიხადა ბანკის ვალდებულება 200 000 ლარზე მეტი, როდესაც  მის ოჯახს მთლიანად შემოსავალი ჰქონდა 83 ათასი ლარი“, - ამბობს ხაბეიშვილი.

„ლიბერალმა“ 5 თებერვალს მოამზდა მასალა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს პრემიერს მამამ 50 000 დოლარი აჩუქა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დეკლარაცია 2018 წლის 31 იანვარს განაახლა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მამამ 2017 წელს 50 000 აშშ დოლარი აჩუქა

პარლამენტარ ნინო წილოსანს მშობელმა 100 000 ლარი აჩუქა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^