ქორეპისკოპოსი იაკობი „რუსთავი 2-ს“ ვაშინგტონში ციანიდის საქმეზე, პატრიარქის მესაყდრესა და ეკლესიასთან დაკავშირებულ სხვა თემებზე ესაუბრა.
მან ასევე გაიხსენა 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და აღნიშნა, რომ მისი დამსახურებაა, იმ დღეს დიდი დარღვევები რომ არ მოხდა.
„17 მაისზე ხომ იცით, ქოთანს საიდანაც უნდათ იქიდან მოაბამენ ყურს. 17 მაისს თუ ჩემი ფუნქცია გეცოდინებოდათ, ალბათ, ნახავდით, რომ თუ იქ დიდი დარღვევები არ მოხდა, ჩემი დიდი წვლილი იყო.
ჩვენ მოქალაქეების არავის წინააღმდეგები არ ვართ, ვინ როგორ ცხოვრობს და როგორი ის გააჩნია თავიანთი ის არის. ეკლესიისგან არ გაგიკვირდეთ, თუ ცოდვად ვთვლით რამეს, რო ვთქვათ. არავის დავსდევთ ქუჩაში და არც იმაში.“ [სტილი დაცულია].
ქორეპისკოპოსი იაკობი საზოგადოებისთვის 17 მაისს მიმდინარე მოვლენების დროს გახდა ცნობილი.
„დღეს გამოდიან ეს ვაჟბატონები და ჩვენზე ლაპარაკობენ რაღაცას! ცოტა ჭკვიანად იყვნენ! არ შევეშალოთ იმ ხალხში, ვინც პასუხს არ მოსთხოვს! მაგათი პარპაშის დრო უნდა დამთავრდეს! ჩვენ ვერანაირი უცხოეთი ვერ გვაიძულებს, რომ მაგათ დავემონოთ!“ - ასე გამოეხმაურა 2013 წელს, აქციას დარბევის მეორე დღეს ბოდბელი ეპისკოპოსი.