თბილისის სააპელაციო სასამართლო „ციანიდის საქმეზე“ გადაწყვეტილებას 13 თებერვალს, 12.00 საათზე გამოაცხადებს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატა გადაწყვეტილების მისაღებად 7 თებერვალს გავიდა.
საქართველოს პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა. როგორც პროკურატურისთვის გახდა ცნობილი, მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას აპირებდა. მოგვიანებით, პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ეხებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა გიორგი მამალაძეს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.