გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017-2018 წლის ბოლოს საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.
სიახლეს წარმოადგენს ის, რომ შემოღებული იქნება ჩააბარა/არ ჩააბარა (Pass/Fail) შეფასების სისტემა.
გამოცდის დასრულების შემდეგ, ნაცვლად ქულისა, მოსწავლე მხოლოდ იმას შეიტყობს გადალახა თუ ვერ გადალახა ბარიერი.
(ახალი ფორმატით, გამოცდისთვის დაწესებულ ბარიერი (5,5) არ იცვლება,)
"სიახლეა ისიც, რომ ყველა საგანში ნიმუშების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს გამოცდებამდე ტესტების სხვადასხვა ვარიანტებში ივარჯიშონ და მასწავლებელთან ერთად განიხილონ.
რაც შეეხება თავად გამოცდებს, რაოდენობა იგივე დარჩება, მე-11 კლასის ბოლოს მოსწავლეები ოთხ საგანს - ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას და გეოგრაფიას, ხოლო ქართულს, მათემატიკას, უცხო ენასა და ისტორიას მე-12 კლასის ბოლოს ჩააბარებენ." - ნათქვამია განცხადებაში რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.