„1209“ - ამ სახელწოდებით, მოქალაქეებმა „აუდიტორია 115“-ის ორგანიზებით, სამუშაო ადგილზე მუშების დაღუპვის გამო საპროტესტო აქცია გამართეს. „2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო.“ - აცხადებდნენ აქციის ორგანიზატორები, რომელბიც შრომის უსაფრხთოებისთვის ეფექტიანი მექანიზმის შექმნას მოითხოვდნენ.
საპროტესტო მსვლელობა თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში 14 თებერვალს, 19:00 საათზე დაიწყო და პარლამენტის ყოფილ შენობასთან დასრულდა.