Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

GIPA-ს რექტორი უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს

15 თებერვალი, 2018 17:39

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორი, მაკა იოსელიანი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებით GIPA-ში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ლიბერალი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

”GIPA-ში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც საზოგადოების განხილვის მორიგ თემად იქცა გასული დღეების განმავლობაში, გახლავთ ღია დიალოგი GIPA-სა და განათლების იმ უწყებებს შორის, რომლებიც ხარისხის უზრუნველყოფასა და განვითარებას ემსახურებიან. შესაბამისად, ეს პროცესი გახლავთ დროული და მიზანშეწონილი.

ევროპული სტანდარტის აკრედიტაციის და ავტორიზაციის პროცესი, არის ის მიმართულება, რომელსაც GIPA სრულად უჭერს მხარს და მეტიც, GIPA თავისი არსებობის განმავლობაში, ამ სტანდარტის დამკვიდრებას და განვითარებას უწყობს ხელს. 90-იანი წლების დასაწყისში GIPA გახლდათ ის ინსტიტუცია, რომელმაც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველმა შემოიტანა დასავლური სწავლების ხარისხი და ღირებულებები. 

დღევანდელი პროცესების ინიცრება მოხდა GIPA-ს მხრიდან იმ მიზნით, რომ თემა განვითარდეს და მოიცვას მთელი საგანმანათლებლო სივრცე. ჩვენი სურვილია, რომ დიალოგი გადავიდეს კონსტრუქციულ და შედეგზე ორინეტირებულ ფორმატში, რისთვისაც მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს თავი შეიკავოს არაკორექტული და ხშირ შემთხვევაში, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან. სამწუხაროა, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ზიანი მიაყენონ არა მარტო GIPA-ს, არამედ დიალოგის პროცესს.

ბატონ, დიმიტრი შაშკინს კი მისი განცხადების საპასუხოდ, მინდა შევასხსენო, რომ მისი და მისი თანაგუნდელების მმართველობის დრო, GIPA-სთვის შევიწროვების და შეზღუდვის პერიოდთან ასოცირდება. სწორედ აღნიშნული შეზღუდვის შედგეგად გადადგა 2006 წელს, უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი, გიორგი მარგველაშვილი. რაც შეეხება პრეზიდენტის GIPA-ში დაბრუნებას, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და გამომდინარე ჩემი პირადი კომუნიკაციიდან, გარანტირებულად შემიძლია განვაცხადო, რომ ბატონი გიორგი უნივერსიტეტში დაბრუნებას არ გეგმავს. 

ყველა სუბიექტი, ვინც ამ პროცესში ვმონაწილეობთ პირდაპირ თუ ირიბად, პირველ რიგში ვართ პასუხისმგებლები სტუდენტებისა და მათი ინტერესების წინაშე. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესის აუცილებლობას და მიგვაჩნია, რომ უკეთესი საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული და სამართლიანი შეფასების სისტემის არსებობა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და სტუდენტთა ინტერესების დაცვაზე”,- ნათქვამია განცხადებაში. 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის 16-კაციანმა საბჭომ „GIPA”-ს ახალ საბაკალავრო პროგრამას საჯარო მმართველობაში აკრედიტაციაზე უარი უთხრა.

უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ის ახლა აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.

აკრედიტაციის მისაღებად GIPA-მ საბჭოს სამართლის საბაკალავრო პროგრამაც წარუდგინა. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) სამართლის პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს პირველადი დასკვნა უკვე მიიღო.

სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა მიიჩნევს, რომ დასკვნა, აკრედიტაციის კრიტერიუმებისა და სტანდარტების არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

რა კითხვებს უჩენს „GIPA-ს“ პროგრამების აკრედიტაციის პროცესი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^