Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ვერსიით გავა „შრომის უსაფრთხოების" კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე

15 თებერვალი, 2018 18:08

„შრომის უსაფრთხოების" კანონპროექტი პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მიიღო. 

მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა, დასაქმების სფეროებია, რომლის შემოწმების უფლებაც შრომის ინსპექციას ექნება. კანონი მხოლოდ მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოებს მოიცავს და მძიმე მავნე და საშიშპირობებიანი 11 სფერო განისაზღვრა: 1. მშენებლობა და სამშენებლო მასალების წარმოება; 2. სამთო-გეოლოგიური სამუშაოები; 3. მეტალურგიული წარმოება; 4. ელექტროენერგეტიკა ; 5. ნავთობისა და გაზის მრეწველობა; 6. ქიმიური წარმოება; 7. ლითონდამუშავება; 8. მინის წარმოება; 9. მერქნის დამამუშავებელი წარმოება; 10. საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობა; 11. ტრანსპორტი (რკინიგზა, მეტროპოლიტენი, საზღვაო ნავსადგურები, საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტი).

ამ კომპანიების/საწარმოების სიას მთავრობა დაადგენს.

მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი შრომის ინსპექციის საწარმოებზე დაშვების საკითხია და მთავრობამ არც ამ შემთხვევაში გაითვალისწინა არასამთავრობო სექტორის, პროფკავშირებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლების პოზიციები. კერძოდ, ინსპექციას კომპანიის შემოწმება წელიწადში მხოლოდ ერთხელ, გეგმიურად შეეძლება. ასევე, უფლება აქვს რემონიტორინგის. სხვა შემთხვევაში, დასჭირდება სასამართლოს წინასწარი ნებართვა. ამის არგუმენტად, მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდულ რესურსს ასახელებს და ამბობს, რომ არის საფრთხე, სამინისტროში მიმართვიანობა დიდი იყოს. ამდენი საწარმოს შემოწმებას კი 25 მონიტორი ვერ აუვა(ამჟამად შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს მხოლოდ 25 მონიტორი ჰყავს):

„არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში საზედამხედველო სამსახური, რომელსაც შეუძლია, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე კერძო საკუთრებაში შევიდეს და შეამოწმოს" - აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ.

სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, თათული თოდუამ საპარლამენტო მდივანს უპასუხა, რომ ეს სუსტი არგუმენტია, რადგან საქართველოში ბევრი საზედამხედველო ორგანო გვაქვს, რომელსაც არაგეგმიურად შეუძლია კომპანიების/დაწესებულებების შემოწმება, როგორიცაა მაგალითად: აუდიტის სამსახური, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური და ა.შ.

მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებების დასახელებისა, მთავრობამ შრომის ინსპექციის საწარმოებზე უპირობო დაშვების ნაწილი უცვლელად დატოვა. 

თუმცა, შეიცვალა კანონპროექტის პირველადი ვერსიის ის ნაწილი, რომელიც სანქცირებას ეხება. თავდაპირველი პროექტით, დამსაქმებლის მხრიდან სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ითვალისწინებდა ფიქსირებულ ფულად ჯარიმას 50 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით. ახლანდელი ვერსიით, კომპანია/საწარმო დაჯარიმდება 10 000-დან 50 000 ლარამდე. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებული იქნება კომპანიის წლიურ ბრუნვაზე: "ეს დიდწილად პარლამენტის დამსახურებაა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პრინციპულ საკითხზე ვერ შევთანხმდით - უპირობო დაშვებისა და სფეროების ჩამონათვალს ვგულისხმობ, სანქცირების საკითხი დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტმა, ლინა ღვინიანიძემ. 

კანონი ერთ კვირაში პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს, რის შემდეგაც, ის მესამე მოსმენით დამტკიცდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^