Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟიჟილაშვილი "ტვ პირველზე" - სარედაქციო პოლიტიკა არის და დარჩება კრიტიკული

15 თებერვალი, 2018 23:30

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დირექტორმა, ნიკა გვარამამ დღეს ფეისბუქგვერდზე „ტვ პირველთან“ დაკავშირებით დაწერა, რომ შესაძლოა, ხელისუფლებას ტელეკომპანიის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობა ჰქონდეს. მან ამავე სტატუსში აღნიშნა, რომ პრობლემებზე სალაპარაკოდ ტელეკომპანიის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონფიდენციალურად შეხვდნენ.

„ტვ პირველის“ მენეჯმენტსა  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გასულ კვირაში გაიმართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ დაუდასტურა.

სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელის, ნინო ზურიაშვილის თქმით, შეხვედრაზე ტელევიზიის წარმომადგენლებმა ტელევიზიასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. მისივე თქმით, პრობლემების შინაარსზე საუბრის უფლება არ აქვს, რადგან შეხვედრა კონფიდენციალური იყო.  

„ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ შეხვედრაზე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესახებ საუბარი არ ყოფილა“ - განუცხადა „ლიბერალს“ ნინო ზურიაშვილმა.

შეხვედრა რომ შედგა, ეს ფაქტი „ლიბერალთან“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმაც დაადასტურა, თუმცა დეტალებზე ვერაფერი გვითხრა, რადგან შეხვედრის შინაარსი კონფიდენციალური იყო.

არის თუ არა პრობლემები ტვ პირველში და ემუქრება თუ არა რამე არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას ? - ეს კითხვა "ლიბერალმა" ტვ პირველის წამყავნს ნინო ჟიჟილაშვილს დაუსვა. 

"ტვ პირველზე არ შეცვლილა არაფერი. ვიდრე ეს გუნდი აქ ვმუშაობთ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სარედაქციო პოლიტიკა არის და დარჩება კრიტიკული, მიუკერძოებელი და დაბალანსებული. არხს ყოველდღე ემატება მაყურებელი, აქვს ნდობის მაღალი ხარისხი, მზარდი რეიტინგი და ამ ეტაპზეც და სამომავლოდაც ეს არის ჩვენი ერთადერთი საზრუნავი." - განუცხადა "ლიბერალს" ნინო ჟიჟილაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^