
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ლომისას წმინდა გიორგის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი „კიდევაც დაიზრდებიან“ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას მიიღებს.
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი აღნიშნულის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსმა გამოსცა.
სამართლებრივი აქტი საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 15 თებერვალს გამოქვეყნდა.
ფოტო: საქველმოქმედო ფონდი „ლიბერალური კვალი“