Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

16 თებერვალი, 2018 14:07

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დავით მაჭარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ პროკურატურაში დაუდასტურეს.

უწყების განმარტებით, საპროცესო შეთანხმება ფორმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირი ბრალს აღიარებს.

დავით მაჭარაშვილი 2017 წლის 6 მარტს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. მას თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო შემდეგ წინასწარი პატიმრობა შეეცვალა და გირაოს სახით 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც, ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები“,- ნათქვამი იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 25-332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია - გამოწვევა, რომელიც გამოწვევად რჩება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^