Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბერლინის 68-ე კინოფესტივალი უეს ანდერსონის ანიმაციური ფილმით, „ძაღლების კუნძული“, გაიხსნა

16 თებერვალი, 2018 18:36

ბერლინის 68-ე კინოფესტივალი ამერიკელი რეჟისორის, უეს ანდერსონის ანიმაციური ფილმით: „ძაღლების კუნძული“ გაიხსნა. ბოლო წლებში ანდერსონს უკვე მეორედ ერგო ბერლინალეს გახსნის პატივი, თანაც ამჯერად ისტორიული პრეცედენტი შექმნა: ანიმაციით აქამდე არცერთი მსგავსი ფორმატის ფესტივალი არ გახსნილა.

ფილმი იაპონიის ერთ-ერთ კუნძულზე, ნაგავსაყრელზე მცხოვრები ძაღლების სევდიან და ამავდროულად სასაცილო ისტორიას მოგვითხრობს. კუნძულზე გარიყულ ძაღლებს ბილ მიურეი, ედვარდ ნორტონი, ტილდა სვინტონი, სკარლეტ იოჰანსონი, ბრაიან კრენსტონი, იოკო ონო და სხვა მსახიობები ახმოვანებენ. რამდენიმე მათგანი ფილმის პრემიერას და პრეს კონფერენციასაც დაესწრო.

პრეს კონფერენციის დასაწყისში მსახიობებმა ფილმიდან პატარა მუსიკალური ნაწყვეტიც შეასრულეს. როგორ ანდერსონმა აღნიშნა, მას დიდი ხანია უნდოდა როგორც ძაღლების თემის, ისე იაპონური კულტურის გაცოცხლება თავის ნამუშევარში და ამ ფილმით ორივე სურვილი აისრულა.



 

მასალა მომზადებულია ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^