საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „ლიბერალს" განუცხადეს, რომ პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი ე.წ. მიხაილოვის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში გაჩნდა.
ადგილზე გასულია სახანძრო სამაშველო ჯგუფი. სააგენტოს ინფორმაცია ცეცხლი სახურავს უკიდია და შენობაში არავინ იმყოფება.
დავით აღმაშენებლის გამზირის N58-60-ში მდებარე კომპლექსი, რომელიც მიხეილის საავადმყოფოს სახელით არის ცნობილი, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლია.
შენობა რამდენიმე წლის წინ გასხვისდა.