მწერალთა სახლის მესამე სართულზე 5 სარეზიდენციო ოთახი ფუნქციონირებს, რომელთა დიზაინი გუგა კოტეტიშვილმა შექმნა.
თითოეული ოთახი საქართველოსთან დაკავშირებული ხუთი სხვადასხვა უცხოელი მწერლის სახელს ატარებს და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა. ალექსანდრე დიუმას, ნიზამი განჯელის, ბორის პასტერნაკის, მარჯორი და ოლივერ უორდროპებისა და ჯონ სტეინბეკის სახელობის ხუთი ოთახი მწერალთა რეზიდენციაში ერთგვარ „მუზეუმ-ოთახებს” ქმნის, სადაც ინტერიერის თითოეულ დეტალს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მინიჭებული.
აქ რამდენიმე დღე უკვე გაატარა ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერალმა, სვეტლანა ალექსიევიჩმა.
დაათვალიერეთ ფრანგული, აღმოსავლური, რუსული, ინგლისური და ამერიკული ოთახები:
ჰოლი
სამზარეულო
ალექსანდრე დიუმას (ფრანგული) ოთახი
ბორის პასტერნაკის (რუსული) ოთახი
ნიზამი განჯელის (აღამოსავლური) ოთახი
ოლივერ და მარჯორი უორდროპების (ბრიტანული) ოთახი
ჯონ სტეინბეკის (ამერიკული) ოთახი